რუსეთის ნაკრებს 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება არ მისცეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აგრესორი ქვეყანა გერმანიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ნაწილში არ იქნება.
როგორც UAF-ის პრეზიდენტი ანდრეი პაველკო აღნიშნავს, ევრო 2024 აგრესორი ქვეყნის გარეშე ჩატარდება.
“რუსებს უბრალოდ არაფერი აქვთ მოსამზადებელი. რუსეთის ფედერაცია 9 ოქტომბერს გერმანიაში, ფრანკფურტში არ იქნება. ყოველ შემთხვევაში 2024 წლამდე მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ოფიციალური საერთაშორისო საფეხბურთო შეჯიბრებები! ევრო 2024 აგრესორი ქვეყნის გარეშე ჩატარდება. “დიდება უკრაინას!”, – აცხადებს პაველკო.
ცნობილია, რომ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 9 ოქტომბერს ფრანკფურტში გაიმართება.