ციხისძირში ოპოზიციისა და გარემოსდამცველების საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი და პარტიზანელი მებაღეების 5 წევრი დააკავეს.
მათი დაკავების მიზეზი ის იყო, რომ კომპანია ზიმო-ს წარმომადგენლებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ.
დაკავებულები ჩაქვისა და ქობულეთის პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს. დაკავების ოპერაციას აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი ლაშა გოგინაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა.
მომხდარი ინციდენტის მიუხედავად აქციის წევრები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ასწლოვანი ხეების მოჭრას მომავალაშიც შეეწინააღმდეგებიან.
როგორც შსს-ს აცხადებენ, ოთხი პირის დაკავება აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მოხდა, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლისთვის კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.