ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველო მოსკოვისკენ მიმავალმა კიდევ ერთმა ირანულმა თვითმფრინავმა გადაკვეთა – ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცე ირანის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილმა კიდევ ერთმა სატვირთო თვითმფრინავმა გადაკვეთა მოსკოვში ჩასაფრენად.

ხოშტარიას თქმით, სრული პასუხისმგებლობით შეუძლია თქვას, რომ თვითმფრინავი ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიას ეკუთვნის.

“11 სექტემბერს დაფიქსირდა კიდევ ერთი სატვირთო თვითმფრინავი, ირანის სამხედრო დანიშნულების აეროდრომიდან წამოსული, რომელმაც კვლავ, კიდევ ერთხელ გაიარა საქართველოს ტერიტორია, კახეთს გადაუფრინა და ჩაფრინდა მოსკოვში. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო წერს ირანის მხრიდან რუსეთის სამხედრო მომარაგების შესახებ. წინა შემთხვევასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მოიტყუა, რომ ეს ავიაკომპანია არ არის სანქცირებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია. მეორე, მათ არაფერი არ თქვეს ტვირთთან დაკავშირებით და მესამე, არაფერი არ თქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თვითმფრინავი აფრინდა სამხედრო აეროდრომიდან.

ცხადია, ჩვენ ამ ინფორმაციას გადავცემთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და პარტნიორებს, მაგრამ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან – თქვენ თუ ხართ დაინტერესებული, რისიც მე არ მჯერა, რომ საქართველო არ გახდეს გამტარი რუსეთში შეიარაღების, ხართ ვალდებულები თქვათ რა უნდოდა ამ თვითმფრინავს, რა თვითმფრინავი იყო, რა ტვირთი იყო და რატომ ვუთმობთ ჩვენს საჰაერო სივრცეს სამხედრო აეროდრომიდან აფრენილ თვითმფრინავებს?”, – აცხადებს ხოშტარია.

იტვირთბა....