გერმანიის განცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში “ძვრები იყო“, თუმცა, არა განსაკუთრებული მასშტაბის.
“ყველა საუბარი რომ შევაჯამოთ, რომლებიც მასთან ბოლო დროს მქონდა, ცალსახად იყო ძვრები. თუმცა, ეს არ ყოფილა ძალიან მასშტაბური. ჯარის გაყვანის მოთხოვნის გარდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა მარცვლეულის ექსპორტის საკითხი, დატყვევებულ ჯარისკაცებთან წითელი ჯვრის წვდომის საკითხი და ასევე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხის განხილვა“, – განაცხადა შოლცმა Deutschlandfunk-თან ინტერვიუში.