[su_quote]როდესაც ადამიანს არააქვს არჩევანი, ასეთი ადამიანი ან არ მიდის არჩევნებზე, ან მზად არის, ერთჯერადად გაიყიდოს. ის, დაახლოებით ასე აზროვნებს, რომ “არც ეს მომწონს, არც ეს, არც ერთის იმედი არ მაქვს, ამიტომ, ვინც ერთჯერადად გადამიხდის, იმას გადავუგდებ ერთჯერადად ხმას”. მე გადახდაში მაინდამაინც ფულს არ ვგულისხმობ, იქ შეიძლება გზა გაუყვანონ, გაზი შეუყვანონ… ხოლო გადახდის რესურსი, ამომრჩევლის მოსყიდვის, ყიდვის ან დაშანტაჟების, ბუნებრივია, ხელისუფლების მხარესაა[/su_quote]
ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.