ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ II-ს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დედოფალ ელისაბედ II-ს დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 18 სექტემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება.

19 სექტემბერს კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....