ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

პუტინი იძულებული იქნება, უკრაინაში ომის მიზნები შეცვალოს – პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელი

პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ სკოტ ბერიერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება, უკრაინაში ომის მიზნები შეცვალოს. მისი თქმით, სამხედრო მარცხი და რესურსების ნაკლებობა ადასტურებს რუსეთის უუნარობას, მიაღწიოს კრემლის თავდაპირველ ზრახვებს.

ვფიქრობ, მივედით იქამდე, რომ პუტინს მოუწევს გადახედოს თავისი “ოპერაციის“ მიზნებს, რადგან უკვე ძალიან ნათელია, რომ მას არ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც აპირებდა“, – განაცხადა ბერიერმა დაზვერვისა და საშინაო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე.

იტვირთბა....