ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“დღეს დილით მელიტოპოლის სამხედრო ბაზაზე ისეთი სიგარეტის ნამწვი მოიწია, ამ დრომდეც იფერფლება ურდოს შეიარღება და ტექნიკა” – პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მორიგ პოსტს ავრცელებს.

“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! შაფათ დილასაც მოიდა ბუკა დეილი ნიუს. ცხადია, კარგი ამბების დასტით!
დღეს დილით ადრე მელიტოპოლის სამხედრო ბაზაზე ისეთი სიგარეტის ნამწვი მოიწია, რომ ამ დრომდეც იფერფლება ურდოს შეიარღება და ტექნიკა!
ლუჰანსკის მიმართულებით სიღრმეში მიიწევენ ჩვენები ხარკოვის მხრიდან! შეიძლება ისე კარგად და სწრაფად შავიდნენ , რომა ემაგ ლუჰანსკში მალე ხარკოვის ხრიკი გამეორდეს! დონეცკის მიმართულებაზე უტევს ჩვენებს ურდო; აკლავს და ახოცავს საკუთარ ზეეკებს, ბომჟებს და ნაიომნიკებს პუტლერი ჩვენს დაცვით ზღუდეებს, მაგრამ აი სანტიმეტრითაც კი ვერ მოიწევენ წინ!
გუშინ მოღალატე კოლაბორანტების იოსიასთან სწრაფად და ხმაურიანად გაგზავნის დღე იყო: ლუჰანსკში, ბერდიანსკში და ხერსონში სულ ღლავი მოღალატეები აფრინეს იოსიას მდელოზე (ანუ კობზონის კონცერტზე- ახლად შემოერთებულებისთვის რომ იყოს გასაგები)- გენორიკურორი და მისი მოადგილე, ადმინსტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, მთელი კომენდატურა და ადმინისტრაცია “დაჯილდოვდა” კონცერტის ბილეთით სამშობლოს ღალატისთვის! ყველას ეგრე მოუვა!
ტერორისტ პუტინთან სანამ არ შეწყდება ლაპარაკი, ხელის ჩამორთმევა საჯაროდ და ვაჭრობა, მანამდე სულ მოხდება ახალი უბედურებები ბუჩაში იქნება ეს თუ უკვე აგერ იზიუმში!
8-10 წლის მერე კუმშვა და შმუშნვა, არასაკმარისად ძლიერად გავეცით პასუხი და ა.შ. არანაირად არ შველის დღეს საქმეს! რო აღარ მოუწიოთ გერმანელ და სხვა ევროპელ პოლიტიკულ ლიდერებს ამის კეთება, საჭიროა, რომ დღეს მისცენ უკრაინას სათანადო შეიარაღება სწრაფად და შეწყვიტონ რუსეთთან ვაჭრობა!
ვენაცვალე ჩვენებს: გუშინ ერთი ალიგატორი კა-52 ვერტმფრენი და კიდევ ერთი ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდეს! ერთი ათასად!
ძალიან მაგარი ამბავია ისიც, რომ გუშინ ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 3 “ისკანდერის” ტიპის რაკეტა ჩამოაგდო! ჩვენების ავიაციამ კიდევ ურდოს პოზიციები დაბომბა და საკაბზონე მასალა 55 ათასს კიდევ უფრო მიუახლოვა! შემდეგ კვირაში დაჯდება მრგვალი ციფრი!
გუშინ ზელენსკიმ ისევ შეკრიბა სარდლობა და ხელმძღვანელობა! წინაზე შეიკრიბნენ და…. ხარკოვში რაც მოხდა კი ნახეთ! რატომღაც მგონია, რომ შემდეგი კვირა სასიამოვნოდ ხმაურიანი უნდა გამოდგეს!
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო იმარჯვებს – რუსეთის ბოროტების იმპერია ნადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!”, – წერს პეტრიაშვილი.
იტვირთბა....