ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის სამკურნალო ორი პრეპარატი რეკომენდირებულთა სიიდან ამოიყო. Reuters-ის ცნობით, ჯანმო რეკომენდაციას აღარ უწევს სოტროვიმაბის და კაზირივიმაბის/იმდევიმაბის გამოყენებას.
“ეს ორი პრეპარატი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოიყენებოდა COVID-19-ის სამკურნალოდ, მაგრამ უკვე მოძველებულია”, – წერს გამოცემა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ლაბორატორიულმა კვლევებმა მედიკამენტების შეზღუდული კლინიკური ეფექტურობა აჩვენა კორონავირუსის უახლესი შტამების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამ ეტაპზე, დასკვნას აშშ-ში დაუჭირეს მხარი, ევროკავშირის ქვეყნებში კი ორივე პრეპარატის გამოყენება დაშვებულია.