ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ზელენსკი: სამხედრო ტყვეების სანაცვლოდ, უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტს დავუშვებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, მზადაა უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტს დათანხმდეს, თუ ოფიციალური მოსკოვი უკრაინულ მხარეს სამხედრო ტყვეებს გადასცემს.

“ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციიდან ამიაკის მიწოდების წინააღმდეგი ვარ. ამას დავუშვებდი მხოლოდ ჩვენი ტყვეების სანაცვლოდ. სწორედ ეს შევთავაზე გაერო-ს”, – განაცხადა ზელენსკიმ გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში.

თუმცა, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო TASS კრემლის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ კრემლი ზელენსკის შეთავაზებაზე თანახმა არაა.

“ადამიანები და ამიაკი ერთი და იგივეა?” – ციტირებს “ტასი” პესკოვის სიტყვებს.

იტვირთბა....