ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინი: თუ ასე გიჭირთ რუსული გაზის გარეშე, გააუქმეთ სანქციები

ვლადიმერ პუტინის თქმით, თუ ევროპას რუსეთისგან გაზი სჭირდება, Nord Stream 2-ის გაზსადენის გახსნა მოუწევთ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ განაცხადა.

“თუ სურვილი გაქვთ, თუ ასე გიჭირთ რუსული გაზის გარეშე, უბრალოდ გააუქმეთ სანქციები Nord Stream 2-ის გაზსადენზე, რომელიც წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს გაწვდით, დააჭირეთ ღილაკს თითი და ყველაფერი რიგზე იქნება“, – მიმართავს პუტინი ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, რუსულ გაზზე სანქციები დააწესეს.

 

 

იტვირთბა....