ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში მასოვრივი საფლავის აღმოჩენას ეხმაურება და რუსული მხარისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარს უჭერს.
“ევროკავშირი ღრმად შოკირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ აღმოჩენილი მასობრივი საფლავებით, სადაც 440-ე მეტი გვამი იქნა ნაპოვნი იზიუმში – ქალაში, რომელიც ცოტა ხნის წინ იქნა გათავისუფლებული იქ შეჭრილი რუსული ჯარისგან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ სისასტიკეს”, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.