რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, პირველი პირობა იმისთვის, რომ რუსული და უკრაინული მხარეების შეხვედრა შედგეს ის არის, რომ კიევის ხელისუფლება ამ შეხვედრას დათანხმდეს.
“ბატონმა ზელენსკიმ ხომ გამოაცხადა – საჯაროდ თქვა, არ ვიცი სად, მაგრამ საჯაროდ, რომ ის არ არის მზად და არ სურს რუსეთთან საუბარი. არ არის ნუ იქნება“, – ციტირებს რუსული მედია პუტინის სიტყვებს.