საზოგადოება

რუსკა მაყაშვილის რჩევები: როგორ უვლის ის სახის კანს და თმას

მსახიობი რუსკა მაყაშვილი სახის კანისა და თმის მოსავლელად შინაურ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას. როგორც რუსკა აღნიშნავს, მან მრავალი სხვა ხერხი სცადა და საუკეთესო შედეგი ისევ ბებიის რჩევით მიიღო:

“ბევრი რამ მსმენია სახლის პირობებში თავის მოვლაზე. სახის კანს რაც შეეხება, მე თვითონაც ბებიაჩემის მეთოდს მივყავი ხელი , რადგან მანამდე სახის არცერთი საცხი არ მომწონდა. ბებომ, სანამ ცოცხალი იყო, მითხრა, რომ სახის კანისთვის ზეითუნის ზეთს იყენებდა. სახის სველ, ნამიან კანზე უნდა წაისვა ზეითუნი. მე პირადად ეს ძალიან მომიხდა. მაკიაჟსაც ამით ვიშორებ. არცერთი საცხი აღარ მჭირდება ამის მერე.

რაც შეეხება თმას, ვცდილობ ნაკლებად ვიარო სალონში, რადგან ისედაც ხშირად მიკეთებენ თმას გადაღებებზე, ამიტომ თავისუფალ დღეებში მას ვასვენებ. თმის ნიღბებს მე თვითონ ვიკეთებ, მირჩევნია თავად მოვუარო თმას. ვიცი რომ კარგია ნივრის ნიღაბი თმაზე, მაგრამ ჩემმა მეგობარმა გაიკეთა და ექვსი თვე ნივრის სუნი ვეღარ მოიშორა თმიდან, ამიტომ ნიორს არ ვეკარები. “

 

მომზადებულია ტელეარხ “GDS”-ის სიუჟეტის მიხედვით

იტვირთბა....