სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“16 სექტემბერი – სპეცოპერაციიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ ისევ ვიბრძვით! 2012 წელს, როცა ის ადამიანები, ვინც დღეს ივანიშვილის მარიონეტები არიან და მაშინ ლანძღავდნენ ბიძინას, იმალებოდნენ სახლებში ან სხვა ქვეყანაში მშვიდად ცხოვრობდნენ, საერთოდ არ აინტერესებდათ საქართველოს ბედი და როცა ადამიანები ერიდებოდნენ განსხვავებული პოლიტიკური აზრის დაფიქსირებას, მე და ჩემი ოჯახის წევრები ღიად ვუჭერდით მხარს ქართულ ოცნებას და ვიბრძოდით სისტემის შესაცვლელად ოცნების ლურჯი მაისურებით, რადგან გვეგონა, რომ ოცნება იზრუნებდა ადამიანების კეთილდღეობაზე, მაგრამ თურმე რუსული გეგმა ყოფილა ამ ყველაფრის სათავე, გეგმა, რომელიც კლავს და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას!