ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზარქუა NDI-ს კვლევაზე: ოპოზიციისთვის ეს არის კიდევ ერთი კარგი ალიყური

[su_quote]NDI-ის კვლევებზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ეს მათი ძლიერი მხარეა, არ ვენდობი. ეს რეიტინგები არ არის ადეკვატური, თუმცა, ის, რომ გარკვეულ ჯგუფებში არის ნიჰილისტური დამოკიდებულება, ამას ვაღიარებ და ეს არის ოპოზიციის მიმართ, თორემ ჩვენ აგერ მერამდენე მოწვევაა [პარლამენტის], რომ ვართ უმრავლესობაში. ესე იგი, პრობლემა არის ოპოზიციურ ნაწილში და მის ელექტორატში. ოპოზიციისთვის ეს არის კიდევ ერთი კარგი ალიყური, შემოლაწუნება, რომ გონს მოეგონ[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ NDI-ს ახალ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია და არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ახალგაზრდების 65% კი ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პარტია არ წარმოადგენს.

იტვირთბა....