ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყოველი მესამე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა – NDI

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა.

გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში ყოველთვე ან უფრო ხშირად იყო, 29%-ის თქმით – უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველთვე, ხოლო 39%-ის თქმით – არასდროს.

კვლევის თანახმად, უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს, ხოლო მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ.

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.

იტვირთბა....