პარლამენტის დეპუტატი “ევროპელი სოციალისტებიდან”, ფრიდონ ინჯია თბილისში შუქნიშნების რაოდენობის გადახედვის ინიციატივით გამოვიდა. როგორც ინჯიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამან დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვას უნდა შეუწყოს ხელი.
“შეიძლება, მე მეჩვენება, მაგრამ თბილისში “სვეტაფორის” რაოდენობა იმდენია, რომ ორ თბილისს ეყოფოდადა ეს “სვეტაფორები“ დღე და ღამე მუშაობს. ღამის საათებში კაციშვილი რომ არ იყოს, ეს
“სვეტაფორები“ მუშაობს, როგორც არაფერი… იმდენი რაოდენობაა “სვეტაფორების“… შეიძლება ასე?! ერთი საათი კაცი ზის ვერსად ვერ მიდის“, – ციტირებს “ნეტგაზეთი” ფრიდონ ინჯიას სიტყვებს.