ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვები, რომელთა მოგროვებაც მხოლოდ რუსეთს შეუძლია” – კანდელაკი საქართველოსა და სხვა მეზობლებზე

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი Telegram-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კავკასიის სახელმწიფოებს მე-19 საუკუნეში დაბრუნდება ელოდებათ.

“მანამ ჩვენი ქვეყანა პოსტსაბჭოურ სიღარიბეს ებრძოდა, აშშ და მისი მოკავშირეები თავგამოდებით ცდილობდნენ, ჩვენი მეზობლები დოლარზე დამოკიდებული გაეხადათ, დაკავებული იყვნენ ადგილობრივი ელიტების მოსყიდვით და საერთაშორისო ტერორიზმს აფინანსებდნენ იმ იმედით, რომ რუსეთი მალე დაიშლებოდა ათობით ცალკეულ ტერიტორიად. იმ მომენტში, როცა ნათელი გახდა, რომ ეს არ მოხდებოდა, ჩვენი მეზობლები უკვე კრედიტებზე და დოტაციებზე იყვნენ შემჯდარი. რომელ დამოუკიდებელ პოლიტიკაზე შეიძლება საუბარი, როცა შენი ქვეყანა ტყვეა?

საკუთარი ხალხის ინტერესები დაჩრდილეს ძალაუფლებაში მყოფმა მეფეებმა – იუშენკოს, სააკაშვილის ან ზელენსკისნაირებმა. როდესაც ანგლოსაქსები მოვიდნენ მუქარით, რომ ჩვენს მეზობლებს საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან ჩახსნიდნენ და რუსეთთან ვაჭრობისთვის მეორად სანქციებს დაუწესებდნენ, მათ სხვა არაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომ თავები ჩაექინდრათ. კავკასიის სახელმწიფოები იმდენად დასუსტდნენ, რომ სულ ცოტაც და მე-19 საუკუნეში დაბრუნდებიან და ახალი თურქეთის იმპერიის ნაწილი გახდებიან. მოლდოვას რუმინეთი შეჭამს, ყაზახეთს და შუა აღმოსავლეთის სახელმწიფოებს კი საბოლოოდ ჩინეთი შეისყიდის. ისინი ყველანი ქვები არიან, რომელთა შეგროვებაც მხოლოდ რუსეთს შეუძლია იმიტომ, რომ ის ფესვებს უყურებს – ამ ქვეყნების გაღატაკებულ ხალხს. დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პროექტი საბოლოოდ ჩაიშალა”, – წერს პუტინისტი კანდელაკი.

იტვირთბა....