“თავისუფალი საქართველოს” ინფორმაციით, პოლიტიკოსი კახა კუკავა დააკავეს.
კუკავა თანამოაზრეებთან ერთად ე.წ. ლოტკინის დასახლებაში საცხოვრებელი სახლიდან ნადირაძეების ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდა, რა დროსაც, პოლიციამ მას ბორკილები დაადო.
“ამ ბორკილებს დაგადებ ღარიბაშვილო, ბრეგაძე, მე დაგადებთ პირადად”, – განაცხადა დაკავების პროცესში კუკავამ.
მისი დაკავების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“მთელი ლოტკინი, მთელი ნახალოვკა, მთელი თბილისი გამოდით გარეთ”, – მიმართავს მოქალაქეებს პირი, რომელიც კადრებს იღებს.