ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი ოკუპანტებს: დამარცხდებით, ისტორიას ვერ დაწერთ, რადგან არაადამიანები ხართ

[su_quote]ხარკოვში ვიყავი, ჩვენმა სამხედროებმა თითქმის მთელი ოლქის დეოკუპაცია მოახდინეს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა – 400 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შევძელით, 150 000 ადამიანი თავისუფლებას დაუბრუნდა. ხუთი თვის განმავლობაში რუსებმა დროებით ოკუპირებულ ზონებში ყველაფერი გაანადგურეს. ის, რაც ხაკოვის ოლქში ვიხილეთ, უკრაინელი ხალხის გენოციდია. რუსებმა დღეს მორიგი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. მინდა, მათ რუსულად მივმართო – კრივოი როგში წყალსაცავზე იერიშის მიტანა იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ამ ომში დამარცხდებით, თქვენ ისტორიას ვერ დაწერთ, რადგან არაადამიანები ხართ. ისტორიას მხოლოდ ადამიანები წერენ. ბრძოლის ველიდან გაიქეცით და ახლა მშვიდობიან ადამიანებს ბომბავთ. რუსმა სამხედროებმა კარგად იციან, რომ მათ უკრაინაში გამარჯვების შანსი არ აქვთ. უკრაინულ დროშას ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღვმართავთ[/su_quote]

მიმართა ოკუპანტებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

იტვირთბა....