გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ვერ ხედავს მისი პოზიციის ცვლილებას უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით. შოლცის თქმით, პუტინს დღემდე მიაჩნია, რომ ომის უკრაინის წინააღმდეგ ომი სწორია და არ აპირებს, მის შეწყვეტას.
“სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ არის იმის გააზრების ნიშნებით, თუ როგორი შეცდომა იყო ამ ომის დაწყება. ასევე არ იყო არანაირი მინიშნება, რომ რაიმე ახალი ხედვები გაჩნდა”, – ციტირებს შოლცის სიტყვებს გამოცემა Die Welt ბერლინში გამართული პრესკონფერენციიდან.