ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე კობახიძეს: თუ ტვინდახშული მონა არ ხარ, არ არსებობს საერთო ღირებულებითი ჭრილი ამ შედარებაში

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გუშინ, “რუსთავი 2-ის” ეთერში გააკეთა:

“როდესაც ჩვენ ღირებულებებით ჭრილში არ მოგვწონს ის, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზსა და ოსს”.

ამ განცხადების შეფასებისას, ჯაფარიძე Facebook-ზე წერს:

“რა ღირბულებით ჭრილში? რა ღირებულებით?
არავინ აპირებს სროლას არც აფხაზებისთვის, არც ოსებისთვის
მაგრამ რუსეთი შეჭრილია უკრაინაში, მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს
აფხაზეთი ან სამაჩაბლო მეზობელი სახელმწიფოები არაა, ამ ქვეყნის ნაწილებია, დროებით ოკუპირებული იგივე დედააფეთქებული რუსეთის მიერ
არ არსებობს საერთო ღირებულებითი ჭრილი ამ შედარებაში
თუ ტვინდახშული მონა არ ხარ”, – მიმართავს ზურაბ ჯაფარიძე კობახიძეს.
იტვირთბა....