aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი საქართველოში იმყოფება

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტიკოსი ქსენია სობჩაკი მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა. როგორც ტელეკომპანია “ფორმულას” აეროპორტში სობჩაკმა განუცხადა, ქვეყენაში პირადი ვიზიტით იმყოფება.

“საქართველოში პირადი ვიზიტით ჩამოვედი, მე მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ. რაც შეეხება საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმას, ვიცი, რომ ჩემი ზოგიერთი კოლეგა არ შემოუშვეს, მათ შორის მიხაელ ფიშმანი, არ ვიცი, რა მიზეზით უთხრეს მას უარი. არიან ადამიანები, რომლებსაც პრობლემების გარეშე უშვებენ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის უფლებაა. პირადად მე საზღვარზე პრობლემა არ მქონია”, – ამბობს სობჩაკი.

იტვირთბა....