ევროპა არ არის ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც გაზი სჭირდება, – აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებსაც სურთ იყიდონ რუსული ენერგია.
„ევროპა არ არის ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც ესაჭიროება ბუნებრივი აირი. არსებობენ რეგიონები, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფი ტემპით ვითარდებიან… მათ შეუძლიათ ანაზღაურონ (შემცირებული) მოთხოვნა ევროპაში (რუსულ) გაზზე“, – განაცხადა პესკოვმა.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სარგებლობენ ევროპაში რუსული ექსპორტის შემცირებით, არის ჩინეთი, რომელიც წელს უფრო მეტ და უფრო იაფ ენერგიას ყიდულობს რუსეთიდან.
მოსკოვი ასევე განიხილავს მთავარ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს მონღოლეთის გავლით ჩინეთში გაზის მიწოდებაზე.