გამოცემა Reuters-ის ცნობით, რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი კოზაკმა სრულმასშთაბიანი ომის დაწყებამდე კიევისგან თანხმობა მიიღო, გარანტია გაეცათ, რომ უკრაინა NATO-ში არ გაწევრიანდებოდა, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. სამხედრო ოპერაციის მიზნების გააფართოებით, ასეთ “შეთანხმებაზე” უარი თქვა.
როგორც “როიტერი” სამ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით წერს, კოზაკი პუტინს ურჩევდა, დასთანხმებოდა უკრაინული მხარის შეთავაზებას და უკრაინის ტერიტორიაზე არ დაეწყო სრულმასშტაბიანი ომი, თუმცა, ამ უკანასკნელმა მას ღიად აგრძნობინა, რომ ასეთი დათმობები არ აწყობდა.
Reuters-მა ამ ინფორმაციაზე კომენტარის გასაკეთებლად კრემლის პრეს-სპიკერ დმიტრი პესკოვს მიმართა:
“ამას აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ეს აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა”, – განუცხადა გამოცემას პესკოვმა, ხოლო კოზაკმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.