ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბაიდენი: უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ გრძელი გზაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჰკითხეს, თვლის თუ არა, რომ უკრაინის ომში გარდამტეხი მომენტი დგას, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ ამ დროისთვის, ამაზე პასუხი არ არსებობს, რადგან მსგავსი შეფასების გაკეთება რთულია.

“აშკარაა, რომ უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა”, – ამბობს ბაიდენი.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირაა, უკრაინული მხარე წარმატებით ატარებს კონტრშეტევებს, რის შედეგადადც, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთი დროებით ოკუპირბეული ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს.

იტვირთბა....