ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილის დავალებით იყო დამონტაჟებული საუბრები, რომლებიც იტვირთებოდა თითქოს უკრაინულ საიტებზე” – გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის განცხადებით, საუბრები, რომლებიც თითქოს უკრაინულ საიტებზე იტვირთებოდა, სინამდვილეში ივანიშვილის დავალებით იყო დამონტაჟებული და სუს-ის “ოტოს“ მიერ ატვირთული.

“მე ვხედავ, რომ “ქოცები” ისევ აგრძელებენ ხალხის ცრუ პროპაგანდით დაშინებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებებისა ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, არანაირი რევოლუციური სცენარის განხორციელების შესახებ საუბრები არ ყოფილა ოპოზიციის ლიდერებს შორის. ეს საუბრები ყოველთვის იყო “ქოცების“ მიერ შექმნილი ხალხის გასაშავებლად. ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული და არაავთენტიკური საუბრები. სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე მე წარვადგენ ამ ყველაფრის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ორიგინალშიც და დამონტაჟებულშიც. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვილაპარაკო სიმართლე ხალხის წინაშე. სიცრუე კი ერთია: საუბრები, რომლებიც იტვირთებოდა თითქოს უკრაინულ საიტებზე, სინამდვილეში იყო სუს-ის საიტები და საუბრები იყო ივანიშვილის დავალებით დამონტაჟებული და ატვირთული სუს-ის „ოტოს“ მიერ. ხალხს უკვე აღარ სჯერა თქვენი “შოკისმომგვრელი” მდარე ხარისხის “ფეიკ” პროპაგანდის. ასე რომ груსებო, ხალხი მალე გამოგიტანთ სამარცხვინო განაჩენს”, – აცხადებს გოგაშვილი.

იტვირთბა....