ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის მშვენიერი მეუღლე, მოდელი და ახლა უკვე დიზაინერი ანუკი არეშიძე სამი შვილის დედაა. ანუკი სილამაზის საიდუმლოდ ვარჯიშს მიიჩნევს. თავად თითქმის ყოველდიურად ორი საათი ვარჯიშობს, რის შემდეგაც საკვების შეზღუდვა აღარ უწევს:
„9-10 საათი მძინავს. შემდეგ მივდივარ დარბაზში, სადაც ორი საათის განმავლობაში ვვარჯიშობ, ყოველ დღე, კვირის გარდა. დღის განმავლობაში ორიდან სამ ლიტრამდე წყალს ვსვამ. ვიღებ ვიტამინებს, მათ შორის “ომეგა 3”-ს. კვებას არ ვიზღუდავ. თუმცა, დღეში ხუთჯერ ვიკვებები, დაბალანსებულად. რაც შეეხება მაკიაჟს, ტონალურს არასდროს ვიყენებ, რადგან დედამ ბავშვობიდან მიმაჩვია, რომ ტონალურის გამოყენებისას კანი არ სუნთქავს და ეს ცუდია. მიყვარს ტუჩსაცხი და ყოველთვის ვიყენებ. ასევე ჩემი კოსმეტიკის ჩანთაში ყოველთვის მოიძებნება თვალების გარშემო წასასმელი კორექტორი“ – ამბობს ანუკი.
“დღის შოუ”