უკრაინაში მებრძოლი ქართველი ფრონტის ხაზიდან მიმართვას ავრცელებს.
“საზღვარზე ვართ უკვე… ორ კილომეტრში ვდგავართ საზღვართან. 6 დღის განმავლობაში, თითქმის ნახევარი საქართველოს ხელა გათავისუფლდა მარტო ხარკოვის ოლქში. ძალიან ჩქარა მიიწევს უკრაინის არმია. ავიყვანეთ ტყვეებიც. მოსხლეობა ისეთი გახარებული გვხვდება, ორმაგი ძალა გვემატება”, – ამბობს ქართველი მებრძოლი ვიდეოში.