[su_quote]მინდა მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები, რადგან დღეს, როგორც ვხედავთ, უკრაინაში სერიოზული წინსვლაა და ხდება უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება. თავიდანვე, როდესაც ეს უგუნური შეტევა დაიწყო უკრაინაზე, მე ვთქვი, რომ ეს არის ძალიან დიდი სისულელე, რაც ჩაიდინა რუსეთის ხელოსუფლებამ და ეს არ დარჩება ასე უბრალოდ. შეუძლებელია, ამას პასუხი არ გაეცეს, რადგან უსამართლოდ იმოქმედა როგორც ჩვენს, ისე უკრაინის მიმართ. სხვათაშორის, უწმინდესმა უთხრა იქ, ხელისუფლებას, რომ ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ, რასაც ჩვენს წინააღმდეგ აკეთებთო და ასეც ხდება. რუსეთში არეულობა აქვთ სერიოზული, რაც ამ მარცხის გამო ხდება…ღმერთმა გააძლიეროს უკრაინა, უკრაინელი ხალხი, ღმერთმა მალე დაამთავროს ეს ომი ისე, რომ დასრულდეს საზღვრების აღდგენით[/su_quote]
ამის შესახებ მეუფე სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა.