ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

„მდგომარეობა საკმაოდ რთულია“ – ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გაქცეული ლიდერი ავტომანქანიდან მიმართვას ავრცელებს

მდგომარეობა საკმაოდ რთულია, – აღნიშნულის შესახებ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გაქცეული ლიდერი სერგეი პუშილინი ავტომობილიდან მიმართვას ავრცელებს.

როგორც პუშილინი ამტკიცებს მდგომარეობას აკონტროლებენ.

“ვითარება საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენი ბიჭები წინ მიიწევენ. კიევმა დონეცკის აეროპორტის დაკავება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო”, – აცხადებს პუშილინი.

მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ დენის პუშილინი ოკუპირებული დონეცკიდან გაიქცა.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელებმა ხარკოვის მიმართულებით კუპიანსკი და იზიუმი დაიბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ ნაწილი რუსი დეპუტატებისა პუტინის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....