ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“უკრაინელებმა 5 დღეში იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, ვიდრე რუსებმა 3 თვეში დაიკავეს” – ISW

უკრაინელებმა 5 დღეში იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, ვიდრე რუსებმა 3 თვეში დაიკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, 6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს.

საგულისხმოა, რომ 10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ბალაკლია-იზიუმიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის შესახებ პირობების შეუსრულებლობა რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ანგრევს.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელებმა ხარკოვის მიმართულებით კუპიანსკი და იზიუმი დაიბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ ნაწილი რუსი დეპუტატებისა პუტინის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....