ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“ომში რუსული სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტია ჩართული” – სტოლტენბერგი

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის სახმელეთო ძალების 80%-ია ჩართული, – აღნიშნულის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს.

მისივე თქმით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა იარაღით, ტყვია-წამლით და სხვა საბრძოლო რესურსებით უკრაინას უპრეცედენტო დახმარება უკვე გაუწიეს.

“სინამდვილეში, იმაში დარწმუნებით, რომ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი ვერ მოიგებს ომს უკრაინაში, ჩვენ ასევე ვზრდით ჩვენსავე უსაფრთხოებას და ვამყარებთ ალიანსს იმის დამტკიცებით, რომ ჩვენს საზღვრებთან ახლოს ამ ტიპის ქცევას არ დავუშვებთ. ასე რომ, ამ [დასავლეთის შეიარაღების] მარაგების გამოყენება სინამდვილეში გვეხმარება ჩვენივე უსაფრთხოების გაზრდაში და რუსეთის მხრიდან NATO-ს მოკავშირე ქვეყნებისადმი აგრესიის რისკების შემცირებაში.

ასევე დავამატებ, რომ რუსული სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტია ახლა უკრაინაში ომისკენ მიმართული. რა თქმა უნდა, რაც იქ მოხდება ამას გავლენა ექნება რუსეთის მთლიან უნარზე, შექმნას რამენაირი საფრთხე  NATO-ს მოკავშირე ქვეყნებისთვის. ჩემი უპირველესი გზავნილი მოკავშირეებისადმი არის ის, რომ მივესალმოთ უპრეცედენტო მხარდაჭერას, მოგიწოდებთ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ და მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ინვენტარი, მარაგები მოიძიოთ, რათა განვაგრძოთ იმ მასალების მიწოდება უკრაინისთვის, რაც მათ მყისიერად სჭირდებათ. და ჩვენ ვხედავთ რომ ამას ხმელეთზე უდიდესი ცვლილებები მოაქვს”, – აცხადებს “ფორმულას” ცნობით სტოლტენბერგი.

იტვირთბა....