ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ექსპერტმა დაასახელა მოვლენა, რა შემთხვევაშიც პუტინი შესაძლოა ხელისუფლებას ჩამოაშორონ

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ხერსონის განთავისუფლებისა ან ყირიმის ხიდის დანგრევის შემდეგ ხელისუფლებას ჩამოაშორებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ განაცხადა.

„პოლიტიკური კატასტროფა პუტინისთვის ასე გამოიყურება, კერძოდ, ამ ორი მოვლენიდან ერთ-ერთი, ხერსონის გათავისუფლებისა და ყირიმის ხიდის დანგრევის შემდეგ, მას უბრალოდ მოხსნიან ძალაუფლებიდან.

შუალედში გვეტყვიან, რომ ამხანაგმა პუტინმა დაუშვა მთელი რიგი სერიოზული შეცდომები უკრაინის საკითხში და ჯანმრთელობის მიზეზების, ან ასაკის გამო, ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას“, – განმარტა ექსპერტმა.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელებმა ხარკოვის მიმართულებით კუპიანსკი და იზიუმი დაიბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ ნაწილი რუსი დეპუტატებისა პუტინის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....