ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

„გამაოგნებელია“ – კადიროვი უკრაინის დროებით ოკუპირებული ქალაქებიდან რუსების გაქცევაზე

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი “ტელეგრამზე” გავრცელებულ ხმოვან მიმართვაში აცხადებს, რომ ხარკოვის მიმართულებით დაკარგულ ყველა ქალაქს უკან დაიბრუნებენ.

კადიროვი მიმართვაში აკრიტიკებს სამხედრო ხელმძღვანელების გადაწყვეტილებებს და სიტუაციას “გამაოგნებელს” უწოდებს.

“მე, რამზან კადიროვი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ყველა ეს ქალაქი დაბრუნდება უკან, ჩვენი ხალხი უკვე არის იქ, სპეციალურად ამ საქმისთვის გაწვრთნილი, მზად არის კიდევ ათი ათასი მებრძოლი წასასვლელად. ჩვენ უახლოეს მომავალში ოდესაში ჩავალთ, თქვენ კი იხილავთ კონკრეტულ შედეგებს”, – აცხადებს კადიროვი.

კადიროვი შეტყობინებაში საუბრობს შეცდომებზე და იმაზე, რომ სიტუაციის გამოსწორება მის მებრძოლებს შეუძლიათ.

“ვერავის დავაბრალებ, რადგან სიღრმისეულად არ მესმის, რა სტრატეგია შემუშავდა, მაგრამ ერთი რამ ვიცი: რუსეთი გაიმარჯვებს და NATO-ს ეს შაიტანები და დასავლეთ ევროპის სადაზვერვო სამსახურები, მათი იარაღი ჩახშობილი იქნება, დათრგუნული იქნება. ჩვენი მებრძოლების სულისკვეთებით”, – ამბობს კადიროვი.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელებმა ხარკოვის მიმართულებით კუპიანსკი და იზიუმი დაიბრუნეს.

იტვირთბა....