საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ის Facebook-ზე წერს, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინა იმარჯვებს.
“ჩვენი ჯარი უკვე შევიდა ხარკოვის სტრატეგიულ ქალაქ კუპიანსკში. კუპიანსკის შემდეგ მიზანი უკვე იზიუმის გათავისუფლებაა, რაც რუსეთისთვის მეორე უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის დაკარგვას ნიშნავს. რუსეთმა სასწრაფოდ გადაისროლა ახალი ძალები იზიუმის გადასარჩენად, თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რუსებს ამით ეშველოთ. ჩვენ რეალთაიმში ვუყურებთ დომინოს პრინციპით რუსეთის მიერ ოკუპირებული მნიშვნელოვანი პუნქტების ერთი მეორეს შემდეგ დაცემას და აქ ბალაკლეია მხოლოდ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს”, – წერს სააკაშვილი.