ნინო ბურჯანაძის პარტია გაერთიანებული დემოკრატების ყოფილი წევრის და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, “თიბისი” ბანკმა სანქციები დაადო.
TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა! დაიწყო საბანკო ტერორი!!!“ – წერს Facebook-ზე.
პოსტის კომენტარებში კი ანგარიშების დახურვის შესახებ TBC ბანკის განმარტებას აქვეყნებს.
“ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე“ – წერია ბანკის განმარტებით გზავნილში.