უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე, თუნდაც მცირე გამარჯვებაა საჭირო იმისთვის, რომ რუსი ოკუპანტები გაიქცნენ.
“დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო და რუსული ჯარები გაიქცევიან, დამიჯერეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანგრევთ მათ მიწოდების ქსელებს, საწყობებს და ა.შ.“,- ამბობს რეზნიკოვი.