უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსებმა ხარკოვის ოლქში სრული კრახი განიცადეს და უკრაინულ მხარეს იმდენი ოკუპანტი ჩაუვარდათ ტყვედ, რომ აღარც კი იციან, სად წაიყვანონ ისინი.
“იქ [რუსებისთვის]სრული კოლაფსია, კატასტროფა. ჩვენები რუსულ ჯარს ისე ანადგურებენ, როგორც ცუნამი. უამრავი შეიარაღება და ტექნიკა წავართვით, ტყვეები, ფაქტობრივად იზოლირებულია იზიუმის დაჯგუფება – იქ აღმოსავლეთიდან ერთი გასასვლელი დარჩა… იმის გათვალისწინებით, რომ ოსკოლზე ხიდი დანგრეულია, ისინი ოპერატიული თვალსაზრისით ალყაში არიან“- აცხადებს არესტოვიჩი.
მისი თქმით, რუსების მხრიდან ასეულობით სამხედროა დაღუპული, ტყვედ კი ათასობით ოკუპანტია ჩავარდნილი.
“უბრალოდ აღარ ვიცით, სად წავიყვანოთ ტყვეები“ – აღნიშნავს არესტოვიჩი.