ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ზელენსკი: ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება ავიღეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება აიღეს. მისივე თქმით, სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.

“ჩვენი არმია, დაზვერვა და უშიშროება წარმატებით აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს რამდენიმე ოპერატიულ ზონაში. ამჟამად. შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში გაათავისუფლეს 30-ზე მეტი დასახლება და აკონტროლებენ მათ. ყველგან ვაბრუნებთ უკრაინის დროშას და ჩვენი ხალხის დამცველებს“, – აცხადებს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

იტვირთბა....