[su_quote]ცხოვრებაში პირველად, ტექნიკური რაღაცებით ვარ დაკავებული, რომ ადამიანები დავაორგანიზო და ახლა, ამ წუთში ჩემს ტელეგრამის არხზე 379 ადამიანია დარეგისტრირებული, რომლებმაც მზაობა გამოთქვეს, ქუჩაში გამოსვლაზე, ქუჩაში ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟსა და ეგეთ რაღაცებზე. მაქვს ამოცანა, რომ ამ ხალხის რაოდენობა გავზარდო და რამდენიმე ათეული ათასი გავხადო. ვცდილობ, რომ ამ ადამიანებს დღეში ერთხელ მაინც რაღაც ვუთხრა, რადგან ვხედავ, რომ ბევრ რაღაცასთან დაკავშირებით წარმოდგენები ჯერ კიდევ გასასწორებელი გვაქვს[/su_quote]
ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.