ახალი ამბები საზოგადოება

VIDEO: “პირდაპირ ვამბობ, ტყვიების ზუზუნიც მალე იქნება” – გორში მაცხოვრებლებს ბინებიდან ასახლებენ

გორში მაცხოვრებლებს ბინებიდან ასახლებენ, – აღნიშნულის ამსახველ კადრებს “მოზაიკა” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აღსრულების პოლიციამ ორ ქალზე ფიზიკურად იძალადა და შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

“პირდაპირ ვამბობ, ტყვიების ზუზუნიც მალე იქნება” – ბაგრატიონის ქუჩის მაცხოვრებლები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მეზობლის სახლიდან გამოსახლებას არ შეეგუებიან. ისინი კერძო იპოთეკარს თაღლითობაში ადანაშაულებენ.

დილიდან ქუჩაზე დაძაბული ვითარებაა. კერძო იპოთეკარის მოთხოვნით და პოლიციის დახმარებით ადგილობრივი ოჯახის სახლიდან გამოსახლების პროცესი ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

“ლინჩის წესით გავასამართლებთ მევახშეს, რომელიც 3 000 დოლარის გამო ასახლებს ორსულ ქალს. მივმართავთ ხელისუფლებას, თქვენს კარებთანაც მივალთ”, – ამბობენ ადგილობრივები.

იტვირთბა....