რატომ არ აღვნიშნე გოლები? არავითარ შემთხვევაში არ ვიზეიმებდი, რადგან საჭირო იყო ფეხბურთელებს კონცენტრაცია შეენარჩუნებინათ, – აღნიშნულის შესახებ იტალიური საფეხბურთო გუნდის “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ მატჩში ერთი დეტალიც საკმარისია თამაშის ფსიქოლოგიის შესაცვლელად და გასართულებლად.
“კარგი შედეგია. რა თქმა უნდა, ლივერპულთან ასეთი შედეგი გარკვეულ აჟიოტაჟს იწვევს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი ფეხბურთის თამაში ყოველთვის შეგვეძლოს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. არაფერია შეუძლებელი, როცა გუნდი ასე თამაშობს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ვინმეს გაკვეთილი ჩავუტარეთ, უბრალოდ კარგი მატჩი იყო, ამიტომ ახლა მომდევნო თამაშზე უნდა ვიფიქროთ.
რატომ არ აღვნიშნე გოლები? არავითარ შემთხვევაში არ ვიზეიმებდი, რადგან საჭირო იყო ფეხბურთელებს კონცენტრაცია შეენარჩუნებინათ. ასეთ მატჩში ერთი დეტალიც საკმარისია თამაშის ფსიქოლოგიის შესაცვლელად და გასართულებლად”, – განაცხადა სპალეტიმ.
ცნობისთვის, ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინდელ ევროპის ჩემპიონატზე “ნაპოლი-ლივერპულის” მატჩზე 2 საგოლე პასის შესრულება შეძლო.
საბოლოოდ ხსენებული მატჩი “ნაპოლის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.