ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ელიზაბედ II ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, 96 ელიზაბედ II-ის ექიმებს მისი ჯანმთელობის მდგომარეობა ანერვიულებთ. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

“გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, დღეს დილით დედოფლის ექიმებმა მღელვარება გამოთქვეს მისი აღმატებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რეკომენდაცია გასცეს, რომ ელისაბედ მეორე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს. დედოფალი თავს ისევ კომფორტულად გრძობს და ბალმორალის ციხესიმაგრეში იმყოფება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა Twitter-ზე დაწერა, რომ ბუკინგემის სასახლიდან გავრცელებული სიახლის გამო, “მთელი ქვეყანა აღელვებულია”.

“მე და ხალხი მთელი გაერთიანებული სამეფოდან, ახლა ფიქრებით მის აღმატებულება დედოფალთან და მის ოჯახთან ვართ”მ – წერს ტრასი.

იტვირთბა....