ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყანა, კონკრეტულად კი ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი 19 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავენ. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რენსალუმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსებს ამ ქვეყნებში შენგენის ვიზით აღარ შეუშვებენ, მათ შორის, არც ევროკავშირის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულით.
“ესტონეთს გააჩნია პოლიტიკური ნება, რომელსაც სამართლებრივ ფლანგზე ვახორციელებთ. 19 სექტემბრის ღამიდან, ძალაში შევა აკრძალვა ესტონეთში რუსეთის მოქალაქეების შეშვებაზე. ეს ეხება იმ რუსებს, რომლებიც ევროკავშირის გარე საზღვრებიდან შემოდიან და აქვთ შენგენის ვიზები, იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყნებს აქვთ გაცემული ეს ვიზები”, – განაცხადა რეინსალუმ.
მისივე თქმით, ანალოგიური აკრძალვა კიდევ სამმა სახელმწიფომ – ლიეტუვამ, ლატვიამ და პოლონეთმა შემოიღო.
“ნუ ჩამოხვალთ ესტონეთში, აქ სასურველი სტუმრები არ ხართ”, – მიმართა რეინსალუმ რუსეთის მოქალაქეებს.