[su_quote]არ გააკეთებენ ამ 12-პუნქტიან გეგმას? სულს ამოხდიან. მითქვამს კიდევაც, ბაზარში გააყიდინებენ მწვანილს. ასე იქნება, დასავლეთის დაშანტაჟება არის უმძიმესი ამბავი. ვინც დააშანტაჟა, ცუდად დაამთავრა – სადამ ჰუსეინი, კადაფი… აგერ პუტინი რა დღეშია უკვე. ამას ვერ იაზრებს ივანიშვილი, უწიგნური კაცია, გაუნათლებელი, საბჭოთა ჰომოსოვიეტიკუსია, საბჭოთა ბოგანოა, პლებეია. მისი გლობუსი ძალიან პატარაა. ნიჭიერი კაცია, მაგრამ წარმოუდგენლად უწიგნურია, ეს ძალიან ცუდი კომბინაციაა. ხვდება, რომ ცუდად არის მისი საქმე, მაგრამ იბრძვის ბოლომდე და იმედი აქვს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს. “ქართულ ოცნებასაც” ცხვირ-პირზე ეტყობა, რაზედაც გათვალეს ანუ რუსეთის გამარჯვებაზე, ისე აღარ მიდის საქმე[/su_quote]
ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.