ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

შსს წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიაზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – აცხადებენ უწყებაში.

იტვირთბა....