ბრიტანული გამოცემა BBC “ნაპოლის“ შემტევ ნახევარმცველზე, ხვიჩა კავარცხელიაზე სტატიას აქვეყნებს და იტალიური კლუბის შემადგენლობაში მის პირველ ნაბიჯებს მიმოიხილავს. როგორც სტატიის სათაურშია აღნიშნული, “ქართველი ფეხბურთელი შტურმით იღებს სერია A-ს”.
იტალიელმა გულშემატკივრებმა კვარაცხელიას “კვარადონა” შეარქვეს, რასაც “ბიბისი” ეხმაურება და წერს:
“მოლოდინები იმაზე დიდი ვერ იქნება, როდესაც მაშინ, როცა მეტსახელს შენი კლუბის ყველაზე საკულტო მოთამაშის სახელიდან გამომდინარე გარქმევენ”, – წერს გამოცემა.
თუმცა, BBC კიდევ ერთ საქვეყნოდ ცნობილ ფეხბურთელთან ავლებს პარალელს და კვარაცხელიასთან მიმართებაში სვამს კითვას – “ქართველი ლიონელ მესი?”