“ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მის მიერ გაკეთებული განცხადების ამსახველი ვიდეო გააზიარა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად იყო გავრცელებული.
ვიდეოში ზარქუა ამბობს:
“ლევან ხაბეიშვილმა 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, 2016 წელს ზარქუამ თავის სიდედრს 3 მილიონის ქონება გადაუფორმაო. სიდედრი, ამის გამო, ერთი კვირა არ მიშვებდა [სალხში]. გვიჩივლა და ამ ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დავდიოდით. ამის შემდეგ გახდა წლის მასხარა და იმავეს აგრძელებს”.
იმ ადამიანების საპასუხოდ, რომელთა ნაწილიც წერდა, რომ ზარქუა “ჩასიძებული” იყო, ნაწილი კი მისი სიდედრის საქციელის გამო დეპუტატის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავდა, ზარქუამ აღნიშნული ვიდეო თავადაც გააზიარა Facebook გვერდზე და განმარტა, რომ ვიდეოში ნათქვამი ხუმრობა იყო.
“არ ვარ ჩასიძებული, არაა! მაქვს სახლიც და კარიც და სიდედრსაც ვუყვარვარ! ვიხუმრე!!!”, – წერს ზარქუა.